თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, 2 ადამიანი დაიჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, დაჭრილია 26 წლის მამაკაცი და მისი დეიდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაჩაბლის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს – 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 124-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება).