მთავარი ციტატა

“თითქოს ჩემი ოჯახიც მითიური ამირანივით მიაჯაჭვეს კლდეზე და ყორანი ჯიგარს უკორტნის”

“დღეს ჩემი დაბადების დღეა. განსაკუთრებით მძიმედ ვხვდები ამ დღეს, ვინაიდან უფრო მეტად მიმძაფრდება უსუსურობისა და უბედურების განცდა. თითქოს ჩემი ოჯახიც მითიური ამირანივით მიაჯაჭვეს კლდეზე და ყორანი ჯიგარს უკორტნის. პათეტიკაში ნუ ჩამომართმევთ, გეფიცებით, ზუსტად ასეთი განცდა მაქვს. სულ იმაზე მეფიქრება, ნუთუ შეიძლება, იესო ქრისტეს სახელით მოქმედი ეკლესიის საპატრიარქო ადამიანებს ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევდეს?! როგორც ჩანს, შეიძლება!დღეს რაღაც მეტისმეტად ემოციურად აღვიქვამ ამ ყველაფერს. ალბათ, იმიტომ, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა”

თორნიკე მამალაძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

სოციალური ქსელი “ფეისბუქი”

იტვირთბა....