ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თურქული მხარე გამოკვლევების შედეგებს მოგვიანებით გვაცნობებს” – გიორგი ჯანჯღავა

უხანიდან ევაკუირებულ საქართველოს სამ მოქალაქეს თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები გაესაუბრებიან. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით,უხანიდან ჩამოყვანილ პირებს ანკარის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

„ჰოსპიტალის ერთი ბლოკი მთლიანად დაცლილია და მხოლოდ ეს მოქალაქეები იქნებიან. სულ 42 მოქალაქეა, აქედან სამი საქართველოსი. საკარანტინო ვადას სავარაუდოდ გაივლიან ამავე ჰოსპიტალში.

ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება კონსული და საელჩოს რეფერენტი. ისინი გაესაუბრებიან ჩვენს მოქალაქეებს. მათ მოგვიანებით მეც შევუერთდები.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან თურქული მხარე გამოკვლევების შედეგებს მოგვიანებით გვაცნობებს“, – აცხადებს გიორგი ჯანჯღავა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა თურქეთის მხარის კეთილი ნება იყო.

იტვირთბა....