ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაჟა გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას უფასო კუნსულტაციები ჩაუტარა

ვაჟა გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დარჩელში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარა. გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზთან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის აქციაში მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, რეგიონი შენარჩუნდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო და სხვა ადამიანები, იქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენენ.

“თუ ჩვენ აქ შევქმნით ბევრად უკეთეს სიტუაციას, მოსახლეობა გრძნობდეს ბევრად მეტ ყურადღებას ქვეყნისგან, მოქალაქეებისგან, ეს რეგიონები შენარჩუნდება”,-ამბობს გაფრინდაშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

იტვირთბა....