ბრიუსელში, ევროპული საბჭოს შენობაში დიდი ბრიტანეთის დროშა ჩამოხსნეს.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. გადაწყვეტილება 31 იანვარს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე მიიღეს. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი 47 წლის განმავლობაში იყო.
გარდა ამისა, ბრექსიტის შემდეგ პირველი თებერვლიდან იწყება 11-თვიანი ე.წ. გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი კვლავ დაემორჩილება ევროკავშირის წესებს, თუმცა აღარ იქნება წარმოდგენილი ორგანიზაციის ინსტიტუტებში.