თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც, მედიის ცნობით, თურქ მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაციაც ხორციელდება, უკვე ანკარისკენ მიემართება.
მოქალაქეთა გარდა, თვითმფინავში ასევე იმყოფება 11 სამხედრო, ექვსი ექიმი, ორი ჟურნალისტი და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
ყველა მგზავრი, რომელიც ბორტზე იმყოფება, ასვლამდე სამედიცინო ექსპერტების ჯგუფმა შეამოწმა.
თურქეთში ჩასვლისთანავე ისინი ანკარის საავადმყოფოში, საკარანტინო პირობებში 14 დღის მანძილზე გაჩერდებიან.
გავრცელებული ცნობით, სამხედრო თვითმფრინავს ჩინეთიდან 48 ადამიანის ევაკუაცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა 6 პირმა უხანის დატოვებაზე უარი განაცხადა.