aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება. სენატორებმა მოწმეების დაკითხვაზე უარი თქვეს. დემოკრატები სენატში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის დაბარებას ითხოვდნენ.

კენჭისყრის დროს მოთხოვნას მხარი მხოლოდ ორმა რესპუბლიკელმა, სიუზან კოლინსმა და მიტ რომნიმ დაუჭირა, რაც სენატში რესპუბლიკელების უმრავლესობის დასაძლევად საკმარისი არ იყო.

დონალდ ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში აქვს წაყენებული ბრალი. ამერიკული მედიის ცნობით, სენატში უმრავლესობაში მყოფი რესპუბლიკელებიდან არცერთი არ აპირებს, რომ ხმა პრეზიდენტის გადაყენებას მისცეს.

არსებობს ეჭვი, რომ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს რამდენიმე დემოკრატი არ დაუჭერს მხარს, რაც აშშ-ის პრეზიდენტის გამარჯვება იქნება.

იტვირთბა....