ახალი ამბები მთავარი

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ოთხ ბალიანი შტორმი დაფიქსირდა

ოთხ-ხუთ ბალიანი შტორმი ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ფიქსირდება.

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ამ მხრივ ხვალ და ზეგ ვითარება შედარებით გამოსწორდება და ზღვაზე შტორმის სიმაღლე სამ-ოთხ ბალამდე შემცირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშიცაა ნათქვამი, რომ დღეს და ხვალ საქართველოს მთელ ტერიტრიაზე ნალექი, ხოლო ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, სინოპტიკოსები, ხვალინდელი დღის ჩათვლით 7-9 გრადუსს, ხოლო 2 თებერვალს 8-10 გრადუსს ვარაუდობენ.

იტვირთბა....