ზუგდიდში, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სამართალდამცავები, სამოქალაქო აქტივისტებს, ბიუროში შესვლის საშუალევბას არ აძლევს.
„შემობრძანდეს ერთი პიროვნება, როგორც წესია. სამუშაო რეჟიმი ასეთი ფორმის არ არის. ვიმყოფებით სამუშაო რჟიმში, ბიუროში რამდენიმე მოქალაქეა, რომელსაც კვალიფიციური მომსახურება უნდა გავუწიოთ და ხელს უშლიან“ ,- აღნიშნა ქვარაიას ბიუროს წარმომადგენელმა.
„შეცვალეს“ წარმომადგენელის განცხადებით, აქციის მონაწილეებს მერაბ ქვარაიასთვის განცხადების დატოვება სურდათ.
„ქვარაია პენსიების ქურდი და ნეპოტიზმით შეპყრობილი ადამიანია. მოვუტანეთ სიგელი, დავაჯილდოვეთ წლის ნეპოტიზმის სიგელითა და მედლით. დავუტოვეთ „მესიჯები“, რომ აუცილებლად შეიცვლებოდა მის გადამგდებ მთავრობასთან ერთად“ ,- განაცხადა „შეცვალეს“ წევრმა.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მერაბ ქვარაია არა ზუგდიდში, არამედ თბილისში იმყოფებოდა, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს.