ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2 წლის ანიტა ფაცაცია გარდაიცვალა

2 წლის ანიტა ფაცაცია, რომელსაც გულის ტრანსპლანტაცია სჭირდებოდა, გარდაიცვალა.

ანიტას მდგომარეობა გუშინ დამძიმდა, რადგან ბავშვს შინაგანი სისხლდენა დაეწყო.

ანიტას გულის გადანერგვა სჭირდებოდა. ბავშვი მკურნალობას ინდოეთში გადიოდა.

მანამდე ანიტა სამკურნალოდ ავსტრიაში იმყოფებოდა, თუმცა გულის გადანერგივს ოპერაცია ადგილზე ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ოპერაციაზე თანხმობა ინდოეთმა განაცხადა, თუმცა ოჯახი დონორის გამოჩენას ელოდებოდა.

ანიტას გადასარჩენად სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი სადაც 73 000 ადამიანი ერთიანდებოდა და ფინანსურად ეხმაურებოდა პატარა ანიტას.

“მეტრონომი” უსამძიმრებს ანიტას ოჯახსა და ახლობლებს.

იტვირთბა....