ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაუგებარია რა სახის ბრალს მიყენებს” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე პეტრეს განცხადებაზე

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებულ განცხადებას, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ მის მიერ გაჟღერებული ბრალდება გაუგებარია.

“მე ამას ვიღებ, როგორც ერთ-ერთი სერია იმ ბრალდებების სერიიდან, რაც საპატრიარქოს და პატრიარქის წინააღმდეგ არის მიმართული. მსგავსია ყველაფრით – ბრალდების ფორმით და დაუსაბუთებელი ნაწილით ამ ყველაფრის. გაუგებარია რა სახის ბრალს მიყენებს – ეს არის მორალური, ზნეობრივი სახის თუ რას გულისხმობს, თუმცა რადგანაც თქვა მან, რომ უნდა სინოდმა განიხილოს ეს საკითხი, განიხილოს ეს საკითხი. რაც შეეხება ჩემს ღირსებას და უღირსებას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალ, სულიერ შეფასებას მეუფე პეტრე მხოლოდ თავის თავს აძლევს. მე ჩემს თავს ასეთ მაღალ შეფასებას არ ვაძლევ”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრეს განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ანდრია ჯაღმაიძეს საერო ცხოვრებაში ისეთი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ არ შეიძლებოდა მისი მღვდლად კურთხევა და ის წმინდა სინოდს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს, მტკიცებულებების წარდგენას კი სინოდის სხდომაზე გეგმავს.

იტვირთბა....