თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდია გააღვიძეს და გარემოს ადეკვატურად აღიქვამს – ამის შესახებ ინფრომაციას ცოტნე გამსახურდიას ძმა კონსტანტინე გამსახურდია თურქეთის კლინიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“კარგი ამბავი: დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო სტამბოლის აჯიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადეკვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია. მათ მართლაც ყველაფერი გააკეთეს”, – წერს კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
კარგი ამბავი: დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო ისტანბულის აჩიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე…
Gepostet von Konstantine Gamsakhurdia am Donnerstag, 30. Januar 2020