სენაკში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი 90 წლის ქალია, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა.
ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.