თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყაზბეგიდან ჩინელი ტურისტების ცხრაკაციანი ჯგუფი გადმოჰყავთ, მათ შორის არიან ბავშვებიც.
როგორც “მეტრონომს” თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, ჯგუფის ორ წევრს ტემპერატურა აღენიშნება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე შემთხვევას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი კორონავირუსის სავარაუდო ან საეჭვო შემთხვევას არ განეკუთვნება.
იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში კორონავირუსის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს, აღნიშნულ პირებს დააკვირდებიან და შესაბამის გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
არსებული ინფორმაციით, ტურისტთა ჯგუფი საქართველოში ბაქოდან 25 იანვარს შემოვიდა, ბაქოში კი ჩინეთიდან 21 იანვარს ჩავიდა.