ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთში 29 ბაღში რძის ნაწარმი ბოსტნეულითა და ბურღულეულით ჩაანაცვლეს

ქობულეთში, მცირეწლოვანი ბავშვების კვების რაციონიდან რძის პროდუქტები ამოიღეს. მიზეზი ტენდერში გამარჯვებული და დამარცხებული კომპანიების დაპირისპირება გახდა. კერძოდ ტენდერში წაგებულმა, შპს “ჯი აი სი ჯორჯიამ” გადაწყვეტილება გაასაჩივრა. კომპანია აცხადებს, რომ გამარჯვებული კონკურენტი კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტები ტენდერის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

აღნიშნულმა დავამ სატენდერო პროცედურები შეაჩერა. რამაც ბაღების პროდუქტით მომარაგების პროცესიც შეაფერხა.

სკოლამდელ აღსაზრდელებს კი, უკვე მეათე დღეა, კარაქი, ყველი, ხაჭო, ხაჭაპური, რძე და მაწონი – ბურღულეულითა და ბოსტნეულით ჩაუნაცვლეს. ამ ფაქტზე ინფორმაცია მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს არ ჰქონიათ. როგორც ისინი აცხადებენ, წინასწარ არავის არ გაუფრთხლებიათ და აღნიშნულთან დაკავშირებით “კურიერიდან” გაიგეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რძის პროდუქტების საკვები რაციონიდან ამოღებით, ქობულეთის #29 ბაღი კვების ტექნიკურ რეგლამენტსაც არღვევს.

ბაღების გაერთიანება 4 თებერვალს განიხილავს იმ საჩივარს, რომელიც ტენდერში მონაწილე კომპანიამ შეიტანა. თუ კი დარღვევები აღმოჩნდება, ახალ ტენდერს გამოაცხადებენ. მანამდე კი ბაგა-ბაღის აღსაზრდელები კვლავ რძის პროდუქტის გარეშე რჩებიან.

იტვირთბა....