დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, სასულიერო პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის სასწრაფოდ საჭიროებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც მას სათანადო მკურნალობას ჩაუტარებენ.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია იქიდან გამომდინარე, რომ დეკანოზი 11 თვეა პარალიზებულია. პარალიზებული ფეხი რამდენიმე სანტიმეტრით არის დაწვრილებული. ეს ციხის საავადმყოფოს ექიმებს ოქმებშიც აქვთ აღნიშნული. ჩვენ ვამზადებთ სარჩელს , რომელიც გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში და მოვითხოვთ, რომ ჩემი ძმა გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში” – აცხადებს თორნიკე მამალაძე