ახალი ამბები მთავარი

“პატრიარქმა, ვინც სიმართლეს ელაპარაკებოდა ყველა მოიცილა, ყველა გაწირა” – მამა ანდრია სარია

მამა ანდრია სარია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დღეს დილით მამა მიქაელ ბოტკოველი დაუკავშირდა, რომელმაც განუცხადა, რომ პატრიარქი მასთან შესახვედრად მზად არ არის.

სასულიერო პირის განცხადებით, შეხვედრის მიზანი იყო გაეგო თუ რატომ მიიღო პატრიარქმა ერთპიროვნული გადაწყვეტლება მისი მღვდელმსახურების შეჩერების თაობაზე.

“მამა მიქაელმა განაცხადა, რომ პატრიარქი მზად არ არის იმისათვის, რომ შემხვდეს. როგორც ჩანს ერთპიროვნული მმართველობა ეკლესიის შიგნით დღემდე გრძელდება. პატრიარქისთვის სწორედ ამ ყველაფრის პირადად თქმა მინდოდა.

კათალიკოსი, როგორც მზად არ არის სიმართლის მოსასმენად, ასევე მზად არ არის წესრიგისთვის. ის პირები, რომლებიც მას სიმართლეს ელაპარაკებოდნენ ყველა მოიცილა, ყველა გაწირა,” – აღნიშნა მამა ანდრიამ.

იტვირთბა....