სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენლისთვის გაცემული პასუხი განმარტა და განაცხადა, რომ მას საქართველოში არ მოუპატიჟებია რუსეთის წარმომადგენლები, არამედ მხოლოდ რუსი პოლიტიკოსის კითხვას უპასუხა, რომელმაც ქართული სტუმართ-მასპინძლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, რუსეთისგან განსხვავებით და და მზად არის მიიღოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.
„ჩემი პასუხი ამაზე იყო, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ყველა ადგილას და ყველა მომენტში ზემოთ ვაყენებთ საერთაშორისო სამართალს, და არა ჩვენს შიდა კანონმდებლობას, რომელიც ასეთ შემთხვევაში აგვიკრძალავდა, მივიღოთ ადამიანები, რომელთაც გადაბიჯებული აქვთ ჩვენი საზღვარი და სხვა კუთხიდან შემოსულები არიან…ეს პოზიცია არის ჩვენი პოზიცია საერთაშორისო სამართლის მიმართ. მე მგონი ძალიან გასაგებად ვთქვი. მე არ ვპატიჟებ არავის ამ შემთხვევაში, მაგრამ ვიცი, რაც არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.