ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ფარული ვიდეო) დაპირისპირება, რომელშიც ლევან იზორიას, ამჯერად, ბიძაშვილი მონაწილეობს

ტელეკომპანია “TV პირველს” პოლიტიკოსმა თამარ კორძაიამ ფარული ვიდეო მიაწოდა, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული. ვიდეოში დაფიქსირებულია ძალადობისა და შეხლა-შემოხლის კადრები, რომელიც “ქართული ოცნების” ადგილობრივ ოფისშია ჩაწერილი და რომელშიც ამჯერად, ლევან იზორიას ბიძაშვილი, დავით იზორია მონაწილეობს.

შეგახსენებთ, პოლიციელი გიორგი დვალიშვილი დღეს პროკურატურაში ეძებს სამართალს. როგორც ის ყვება, მაშინ, როცა ლევან იზორია შს მინისტრის მოადგილე იყო, სამართალდარღვევის გამო მან დააკავა მისი ძმა ვახტანგ იზორია, რომელიც საპატრულო მანქანიდანვე, რამდენიმე განხორციელებული ზარის შემდეგ გაათავისუფლეს. ის აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს “მთავარზე”, რომელშიც ყველაფერი დეტალებშია აღწერილი.

მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ ის დააქვეითეს, შემდეგ კი საერთოდ, კადრების განყოფილებას გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირდება გიორგი დვალიშვილს, რომ პოლიციის ფორმას გახდის, რადგან მან გაბედა მისი დაკავება.

იტვირთბა....