ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე “სპარის” თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს. ინფორმაციას “ნეგაზეთი” ავრცელებს.

24 წლის მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა ფერდქვეშ აქვს ჭრილობა მიყენებული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია.

შსს-ში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....