ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანიტა რაჭველიშვილმა, დავით ქაცარავას გირაო გადაიხადა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერის დავით ქაცარავას მეუღლე სოფია ხაჭაპურძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ ქაცარავას გირაო, ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა გადაუხადა.

“მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში!!!!

ანიტა რაჭველიშვილმა და მისმა ოჯახმა საკუთარი სურვილით გადაწვიტეს დათოს აღკვეთის ღონისძიების გირაოს თანხის დაფარვა.

სიტყვები არ მყოფნის ამ ადმიანების გულისხმიერების და ზოგადი სიკეთის აღსაწერად.

არავინ იფიქროს, რომ ახლობლები არიან. მე ფოტოები რომ დავდე, მაშინ გავიცანი ანიტა, დათო პირადად არასოდეს შეხვედრია.

შარაშან ანიტა და ოთო ატოცში ყოფნისას ბიჭებს დისტანციურად ეხმარებოდნენ, ათობით თბილი ნივთი შეუძინეს, ამხნევებდნენ. ჩვენ მარიამთან, ოთოს დაიკოსთან დავმეგობრდით. ლამაზი, ხალისიანი,,გულიანი. შარშან ატოცში ერთად შევხვდით ახალ წელს.

დიდი მადლობა!!!” – წერს დავით ქაცარავას მეუღლე სოფია ხაჭაპურიძე.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს სოფელ ხურვალეთში დავით ქაცარავა და რამდენიმე ადგილობრივი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ რის შემდეგაც სასამართლომ ქაცარავა დამნაშავედ ცნო და 1000 ლარიანი გირაო დააკისრა.

მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში!!!!ანიტა რაჭველიშვილმა და მისმა ოჯახმა საკუთარი სურვილით გადაწვიტეს დათოს აღკვეთის…

Gepostet von Sofia Khachapuridze am Sonntag, 26. Januar 2020

იტვირთბა....