„ჩემთვის ოფიციალური ვაშინგტონის, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ გაკეთებული შეფასებები, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რეფორმებზე, გამოწვევებზე. ამ ადამიანებთანაც სამუშაოა. სამუშაოა კონგრესმენებთან, საჭიროა ურთიერთობა, ინფორმაციის მიწოდება იმიტომ, რომ წერილებში, რომელსაც ჩვენ ვნახულობდით, აშკარად იყო არაზუსტი ინფორმაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საჭიროა ჩასვლა და სწორი იფორმაციის მიწოდება, რომ ეს არ იყოს ცალმხრივი“
კახა კალაძე – თბილისის მერი
აღნიშნული განცხადებით კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთვის კონგრესმენებისა და სენატორების მიერ გამოგზავნილ წერილებს გამოეხმაურა.