დღეს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს მიესაჯა. ამავე საქმეზე დაკავებული ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი არჩილ ვანაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, კიდევ ერთს პირს, ეგრასლან ლომაძეს კი ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბათუმის ყოფილი მერი და სხვა მაღალჩინოსნები ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.