მონღოლეთმა ჩინეთთან საზღვარი ჩაკეტა. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა. გამოცემა „გლობალ თაიმსი“ იუწყება, რომ საზღვარზე ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეების გადასვლა აკრძალულია.
ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 2 700-მდე გაიზარდა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვირუსის მატარებელ ადამიანს ვირუსის გადაცემა სიმპტომების გამოვლენამდეც შეუძლია, რაც მდგომარეობას უფრო ამძიმებს.
ქვეყნის მთავრობა მოუწოდებს ყველა ადამიანს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ქალაქ უხანში იმყოფებოდნენ, დროულად მიმართონ ექიმს.