ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინეთის ხუბეის პროვინციის მცხოვრებლებს ჰონგ კონგში შესვლა აეკრძალებათ

ჩინეთის პროვინცია ხუბეის მცხოვრებლებს ჰონგ კონგში შესვლა აეკრძალებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჰონგ კონგის ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო მიიღო.

ახალი კორონავირუსის გავრცელება სწორედ ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს 56 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვირუსის შემთხვევები ავსტრალიაში, ტაილანდში, აშშ-ში, საფრანგეთსა და კანადაში უკვე დაფიქსირდა.

იტვირთბა....