საფრანგეთში ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი, ავტოავარიას ემსხვერპლა.
როგორც გამოცემა “ლა დეპეშ ფრანცი” წერს, 28 წლის კაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია, მაგრამ, მათი თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას აზრი აღარ ჰქოდნა.
ბექა ბურდიაშვილი სპორტულ კლუბ „გროლეტუაში” თამაშობდა.