“ირანელი, რომელმაც თვითფრინავი ჩამოაგდო, დაკავებულია”, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ზარიფმა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს რთული სიტუაცია იყო რთულ დროში. სხვებს ბევრად მეტი დრო დასჭირდათ. თითქმის 32 წლის წინ, აშშ-მა ირანული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოადგო და დღემდე ოფიციალურად ბოდიში არ მოუხდიათ. ის ამერიკელი, რომელიც ამ ფაქტზე პასუხისმგებელი იყო მედალითაც კი დააჯილდოვეს. ის ირანელი, ვინც უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო, დაკავებულია“, – განაცხადა მუჰამედ ზარიფმა.
შეგახსენებთ, 8 იანვარს თეირანთან ახლოს “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” თვითმფინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 176 მგზავრი ემსხვერპლა. თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ 11 იანვარს აიღო. მათ აღიარეს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა“ გახდა.