დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს.
როგორც ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ განაცხადა, დაკავებულს ბრალი წაუყენეს იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მკვლელობისთვის.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს, საქმესთან ყოველგვარ შემხებლობას უარყოფს. ჩვენ ამ დრომდე არ გადმოგვცემია საქმის მასალები და მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ნათელი გახდება, თუ რა მტკიცებილებებია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ. ეჭვი მეპარება, პირდაპირი მტკიცებულების მსგავსი ჰქონდეთ. ჯერჯერობით, ამოცნობა არ ჩატარებულა. დოდო გუგეშაშვილს და მის ოჯახს არ იცნობდა, არც შეხვედრია. დროებით უმუშევარი იყო და ორი წლის წინ სადაც ცხოვრობდა, დღესაც ცხოვრობს იქ. არსად არ მიმალულა და გაქცეულა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი დასამალი არ ჰქონდა“, – განაცხადა ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ.
შეგახსენებთ, დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის მკვლელობის ბრალდებით მოქალაქე გუშინ დააკავეს.