ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში ქალი, რომელიც ნანგრევებში 17 საათი იმყოფებოდა, მაშველებმა გადაარჩინეს

თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს ქალი, რომელიც ნანგრევებში 17 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ინფორმაციას “ანადოლუ” ავრცლებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მომხდარი ფაქტი ელაზიღის პროვინციაში დაფიქსირდა.

გადარჩენილი ქალი ადგილზე გაწეული სამედიცინო დახმარების შემდეგ უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, თურქეთში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. მიწისძვრას, ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, 22 ადამიანი ემსხვერპლა.

მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა.

იტვირთბა....