ჩხოროწყუში, გვიან ღამით, ახალგაზრდა მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა, რის შედეგადაც მას ქვედა კიდურები დაუზიანდა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორ მედიკოსები აცხადებენ, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მას ორივე ქვედა კიდურზე აღენიშნება მრავლობითი ჭრილობა.