34 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა 8 იანვარს, ირანის მიერ ერაყის სამხედრო ბაზების დაბომბვის შედეგად. ინფორმაციას პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი ჯონათან ჰოფმანი აცხადებს.
„ბოლო მონაცემებით, 34-მა სამხედრომ კონტუზია და თავის ტვინის ტრავმა მიიღო“ – განაცხადა ჰოფმანმა ბრიფინგზე.
როგორც ჰოფმანი აცხადებს, რვა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობას აშშ-ში გადის, ცხრა – გერმანიაში. დანარჩენები საკუთარ სამხედრო ნაწილებში დაბრუნდნენ ერაყში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული ბაზების მიმართულებით, 8 იანვარს, ირანმა, ერაყში 15 რაკეტა გაუშვა, რაც 3 იანვარს ყასემ სულეიმანის მკვლელობის საპასუხოდ განახორციელა.