თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი მისი დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გახსნასნასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსთან” განცხადებას ავრცელებს.
როგორც გუგეშაშვილი ამბობს, გამოძიებამ შედეგი უკვე დააყენა და ახლა მათი მთავარი საქმე დამკვეთის ვინაობის გამოძიებაა.
„ორი წლის განმავლობაში ვიყავი ჩართული ამ გამოძიების პროცესში და არასოდეს არც ეჭვი შემპარვია და არც სიჩქარე დამინახავს. გამოძიებას ჰქონდა მყარი მტკიცებულებები და იმის საფუძველზე მოხდა ამ პირის დაკავება. შედეგი უკვე დააყენეს და ახლა მათი საქმეა დამკვეთის ვინაობაც გამოიძიონ. რადგან კონკრეტული პიროვნება აიყვანეს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ის აიყვანეს, ვინც უნდა აეყვანათ“, – განუცხადა დოდო გუგეშაშვილმა „ინტერპერსნიუსს“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული ფაქტი გახსნა. ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.