aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოვუწოდებ ორივე მხარეს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან” – გიორგი ტყემალაძე საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

ტყემალაძე მხარეებს სამუშაო რეჟიმში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

“საკრებულოში მოხდა ინციდენტი, რომლის შესაბამისი კადრებიც ჩვენ ვნახეთ. რა თქმა უნდა, მინდა მოვუწოდო ორივე მხარეს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან – როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ისე ფიზიკური დაპირისპირებისგან. დღეს, ვეცდებით, რომ საკრებულოში იყოს სიმშვიდე… სამუშაო რეჟიმში, პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანოთ საუბარი”, – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილსა და თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრებს შორის გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა.

იტვირთბა....