ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხაბეიშვილზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი” – უდუმაშვილი

“ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა”, – ასე აფასებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ფაქტს.

“წარმოიდგინეთ, ამდენი ადამიანი იყო საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ წარმოდგენილი, ერთი იყო ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკური არგუმენტები რომ არ ჰქონდათ, ადგნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა. ეს არ მომხდარა სპონტანურად, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. უნდოდათ, რომ გასწორდებოდნენ ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრს ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად. ყველამ უნდა აგოს პასუხი ვინც მონაწილეობდა ამ თავდასხმაში და ამ კრიმინალურ გარჩევაში“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილსა და თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრებს შორის გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა.

იტვირთბა....