ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საკრებულო სხომაზე დღევანდელ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა დ ომ ამ ძალადობისთვის არავინ დაისჯება.
“ჩვენ გვაქვს ათეულობით მაგალითი, როდესაც ასეთ შემთხვევებში პასუხს არავინ არ აგებს, თუკი მოძალადეები არიან დაკავშირებული ხელისუფლებასთან. უფრო მეტიც, ეს არის ხელწერა ავტორიტატული რეჟიმების, როდესაც ისინი აგონიაში არიან. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რატომ არის ეროვნული ამოცანა ამ პოლიტიკური ჭირის – ივანიშვილის და იმ კლიმატის მოშორება, რაც მან შექმნა ქვეყანაში,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს.
საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშილი ცემის კადრებიც გავრცელდა.