aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბევრნი იყავით და დამესიეთ, ფარჩაკები ხართ”,- ხაბეიშვილი უმრავლესობის დეპუტატებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე მას ფიზიკურად უმრავლესობის თითქმის ყველა დეპუტატი გაუსწორდა.

ხაბეიშვილი უმრავლესობის წარმომადგენლებს „ლაჩრებს“ უწოდებს, რადგან ამდენი ადამიანი ერთს დაუპირისპირდა და სცემა.

„ერთი ერთზე ვერ მერევიან. ეგეთი მაგარი ბიჭები ვერ არიან. ათნი მერევიან კი. მარტო თუ ვარ და 10-15 დამესევა, კი, მაგარი ვაჟკაცი ბიჭები არიან. მაგრამ ერთი ერთზე არ შეუძლიათ.  ფარჩაკები არიან. მაგარი ბიჭები რომ იყავით, ბევრნი იყავით და დამესიეთ, ფარჩაკები ხართ, აბა რა ხაართ. აბსოლუტურად ყველა მისწორდებოდა. ახლა გაიპრანჭებიან და იტყვიან, მე არ ვიყავიო. რა არა, ყველა მირტყამდა|,-აცხადებს ხაბეიშვილი.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, მთავრი პრობლემა მასზე ფიზიკური დაპირისპირება კი არა, ისაა, რომ ქვეყნის მმართველობა კრიმინალების ხელშია.

„ახლ კალაძე ბედნიერი იქნება, რომ ხაბეიშვილს სცემეს და თვალი დაუზიანეს. მორალური უპირატესობა ჩვენს მხარესაა. ამით დაარტყეს ყველას,ვისაც აქვს განსხვავებული აზრი. ეს მუშტი უკან მოგიტრიალდებათ, ორონდ ხაბეიშვილი კი არა, ხალხი მოგიტრიალებთ უკან. ფეხებზე მკიდია გამოძიება,  არაფერი მტკივა, მე მტკივა ჩემი ქვეყანა, რომ ასეთ კრიმინალებს აქვთ ქვეყანა ხელში ჩაგდებული.  თვალი და ფეხი გაივლის, მარა პრობლემა ისაა, რომ ეს ხალხია ხელისუფლებაში, ეს ხალხი საკრებულოში, ბიუროს სხდომაზე ფიზიკურად უსწორდებაა დეპუტატს. ბნელა ქვეყანაში. „ბეზპრიძელია“ რაა, ჟარგონად რომ ვთქვათ. ამ ხალხს მხოლოდ შეუძლია ფიზიკურად დაგიპირისპირდნენ, რადგან გონებაჩლუნგები არიან. გარდა იმისა რომ ლაჩრები არიან, გონებაჩლუნგებიც არიან“-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშილი ცემის კადრები გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

იტვირთბა....