მთავარი ციტატა

ვიდეოსკანდალი – “მოვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება” – ირმა ნადირაშვილი

“მოვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და პასუხი გაგვცენ კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ პოლიციელები, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და დააკავეს ადამიანი, რომელიც მათი აზრით და კადრებიდანაც ჩანს, რომ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, აიძულეს, რომ დანაშაული ჩაედინათ და სამართალამცველებს სამართალდამრღვევი გაეთავისუფლებინათ. ამაზრზენი იყო, როდესაც ვხედავდით პატრულის მაღალჩინოსნები როგორ უხდიდნენ ბოდიშს იზორიას ძმას და იზორიას პირად მძღოლს. ეს იყო დამამცირებელი კადრები თითოეული მოქალაქისთვის და პოლიციისთვის”.

ირმა ნადირაშვილი, “ევროპული საქართველო”

შეგახსენებთ, პოლიციელი გიორგი დვალიშვილი დღეს პროკურატურაში ეძებს სამართალს. როგორც ის ყვება, მაშინ, როცა ლევან იზორია შს მინისტრის მოადგილე იყო, სამართალდარღვევის გამო მან დააკავა მისი ძმა ვახტანგ იზორია, რომელიც საპატრულო მანქანიდანვე, რამდენიმე განხორციელებული ზარის შემდეგ გაათავისუფლეს. ის აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს “მთავარზე”, რომელშიც ყველაფერი დეტალებშია აღწერილი.

 

იტვირთბა....