ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელები დროებით გაიხსნა

ახალგორის რაიონის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელები დროებით გახსნა

როგორც ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, ოკუპირებული ახალგორიდან აღნიშნული გადმოსასვლელებით სარგებლობა ათი დღის განმავლობაში შეეძლება ყველას, ვისაც დოკუმენტაცია წესრიგში ექნება.

თინიკაშვილის თქმით, ოკუპირებულ ახალგორში 1400 ადამიანი არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ არ აქვთ მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება, არის სურსათის ნაკლებობა.

ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საზღვარი დაახლოებით ხუთი თვე იყო ჩაკეტილი.

იტვირთბა....