ახალი კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის გამო, გლობალურად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ნაადრევად მიიჩნევს.
„მგზავრების შემოწმება, როგორც ყოვლისმომცველი შემაკავებელი ზომების ნაკრები. ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს ზომები კორონავირუსის შემთხვევების დასაფიქსირებლად“- ნათქვამია ორგანიზახიის განცხადებაში.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია, ისეთი მარტივი პროცედურების დაცვა, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა, ხველისა და დაცემინების დროს სახის იდაყვით დაფარვა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 634 ადამიანი. ხოლო დაღუპულია 18.