ორხევში, 76-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლების ნაწილმა პროტესტის ნიშნად, კახეთის გზატკეცილი გადაკეტეს და ტრანსპორტს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.ისინი სასწავლო პროცესის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვენ.
თუმცა, საავტომობილო გზა მალევე პატრულის თანამშრომლებმა გაათავისუფლეს.
არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთმა სამართალდამცველმა.
ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და დეპუტატი ეკა ბესელია.
აღსაზრდელთა მშობლემა მანამდე აქცია ბაღის ეზოში გამართეს. მათი ნაწილი თანახმაა, ალტერნატიული ფართი გამოიყოს.
ადგილზე იმყოფება გამგებელიც.
მშობლების პროტესტის პარალელურად, შენობაში იმყოფებოდნენ ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტები, რომლებმაც ჰაერის ნიმუშები აიღეს. როგორც ისინი აცხადებენ, დასკვნას ლაბორატორია დაახლოებით ხუთ სამუშაო დღეში დადებს.
შეგახსენებთ, რომ 76-ე ბაღში სასწავლო პროცესი 2019 წლის 18 ნოემბერს, „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლების რეკომენდაციით შეწყდა. მიზეზი ბუნებრივი აირის სუნი გახდა.