“მინდა მივმართო “ქართული ოცნების” დეპუტაციას, პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს: თქვენ კარგად უნდა გაიაზროთ ის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს გეკისრებათ. თქვენი ლიდერის მიერ წარმოებულმა კურსმა სულ მცირე ხანში შეიძლება დაგვაკარგვინოს ის, რასაც 30 წლიანი ბრძოლით, შრომით და გამარჯვებებით მივაღწიეთ. თუ ასე გაგრძელდა, თქვენი პარტია სულ მალე შეიძლება კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს”
მამუკა ხაზარაძე – “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი
ხაზარაძე ამის შესახებ საუბრობს ღია წერილში, რომლითაც მან “ქართული ოცნების” დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს მიმართა.