კოსტავას ქუცაზე მდებარე “სპარში” 2019 წლის 30 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული კონსულტანტი საავადმყოფოში გუშინ ღამით გარდაიცვალა. მათე ჯომიდავა 30 დეკემბრიდან ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა და გუშინ ღამით გარდაიცვალა.
შსს-ის ცნობით, თავდამსხმელმა კონსულტანტს თავში ფილა ან მსგავსი საგანი ჩაარტყა. თავდამსხმელი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ახალგაზრდას გარდაცვალების შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდება.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარში“ მომხმარებელსა და მაღაზიის კონსულტანტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მომხმარებელმა მაღაზიის თანამშრომელს ფიზიკური დაზიანება მიაყენა.