ახალი ამბები

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან ეტაპობრივად 8 მარშრუტზე განაწილდებიან

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან მგზავრებს დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება. კერძოდ:

N17 – გადასასვლელი ხიდი – მუხიანის მე-4 მიკრო რაიონი;

N27 – სადგურის მოედანი – ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“;

N62 – სადგურის მოედანი – ზღვის უბნის დასახლება;

N73 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – გლდანულა;

27 იანვრიდან კი, ახალი ავტობუსები შემდეგ 4 სამარშრუტო ხაზზე გავლენ:

N40 – ვარკეთილის მეურნეობა – ისანი;

N45 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – სოფელი გლდანი;

N60 – გადასასვლელი ხიდი – მეტროსადგური „ღრმაღელე“;

N99 – მეტროსადგური „დელისი“ – ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.

ავტობუსების ახალი 40 შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები.

იტვირთბა....