მთავარი ციტატა

“ომბუდსმენზე შეტევის, პირადი შეურაცხყოფის, მისი დადუმების მცდელობა იყო” –  ჩუგოშვილი წულუკიანის გამოსვლაზე

“ჩემთვის გამოჩნდა მცდელობა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტმა საკუთარ თავს შეზღუდვები დაუწესოს და ძალიან თავშეკავებულად აკეთოს თავისი საქმე, რათა არ გააღიზიანოს სხვადასხვა პირი. ეს საშიში დინამიკაა. ნაცვლად იმისა, რომ მსჯელობა გამართულიყო იმაზე, არსებულ გამოწვევებს როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ, სხვა ტაქტიკაა არჩეული. კერძოდ, ომბუდსმენზე შეტევის, პირადი შეურაცხყოფის, მისი დადუმების მცდელობა”

თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ომბუდსმენმა გუშინ სპეციალური ანგარიში წარადგინა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას ეხებოდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც დაესწრო.

 

იტვირთბა....