ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„TV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები“ – ვახტანგ წერეთელი

ვახტანგ წერეთელი

TV  “პირველმა” საბიუჯეტო დავალიანება გადაიხადა. ამის შესახებ არხის მფლობელი ვახტანგ წერეთელი სოციალურ ქსელში წერს და ფინანსთა მინისტრს მიმართავს.

როგორც არხის მფლობელი მის პოსტში აღნიშნავს, TV „პირველი“ იხდის გადასახადებს და სახელსუფლებო არხებსაც მოუწოდებს, იგივე გააკეთონ.

“ივანე მაჭავარიანი Ivane Matchavariani ინკასო მოხსნილია.  სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, გადავიხადეთ. ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით.

ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ, ერთი ადგილია საჭირო. მოდით, დავიწყოთ ჩელენჯი – TV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები.

ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში. ბატონო მინისტრო – წამზომი ჩაირთო!”, – წერს ვახტანგ წერეთელი.

 

 

 

იტვირთბა....