ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინეთი ღიად გამოთქვამს პრეტენზიას ციმბირის ნაწილის მიერთებაზე – რუსი ჟურნალისტები ფაქტს სკანდალად ნათლავენ

რუსეთსა და ჩინეთს შორის შესაძლოა ურთიერთობა დაიძაბოს, თუკი ერთ-ერთ ჩინურ გამოცემაში, რამდენიმე ხნის წინ დაბეჭდილი წერილის შესახებ ინფორმაცია გამართლდა. საუბარია ადგილობრივ გამოცემა “ფენიქსში” (Fenghuang wang)-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც აღნიშნულია პეკინის ღია სურვილსა და პრეტენზიაზე, მიიერთოს აღმოსავლეთ ციმბირის ნაწილი.

აღნიშნული ინფორმაცია გადაბეჭდეს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა და სტატიას რეზონანსული უწოდეს. მაგალითად “რუსულ დიალოგში” ჟურნალისტებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ამას შესაძლოა საშინელი სკანდალი მოჰყვეს, რადგან აშკარად ჩანს აგრესია და შეფარული მუქარა ჩინეთის მხრიდან, რომ ციმბირის ნაწილის ანექსია მოხდეს.

 

იტვირთბა....