ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი” – კახა კუჭავა ევროპარლამენტარებს პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე,  კახაბერ კუჭავა, ევროპარლამენტარების კრიტიკულ შეფასებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეცდომაში არიან შეყვანილი.

“ზოგი წამოწეული საკითხი ცხადყოფს, რომ თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი, უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციას ჩვენი გეგმა შევთავაზეთ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენ ოპოზიციის პასუხს ველით. შეთანხმება ნიშნავს, რომ ორივე მხარე რაღაცაზე უნდა შეჯერდეს. ჩვენ შევთავაზეთ შერეული სისტემით ჩატარებულიყო არჩევნები. აუცილებელია მოვლენების განვითარებასაც მივადევნოთ თვალი,” – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს.

ქეთევან ციხელაშვილმა, სიტყვით გამოსვლის დროს ოკუპაციაზე და მის პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება ცხინვალთან დამაკავშირებელ ერთადერთი გზის ჩაკეტვაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმი „ულტიმატუმის ენით საუბრობს“.

კახა კუჭავამ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველად, საქართველოს ისტორიაში, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის საგარეო კურსი, გამყარებული იქნა მოქმედი კონსტიტუციის დონეზე.

იტვირთბა....