ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორის, იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიიღო ოფიციალური წერილი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი ნაშრომის 34 პროცენტის მოცულობითაა დადასტურებული.
ეს დოკუმენტი, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომის შესახებ საექსპერტო დასკვნაა ჩადებული, პროფესორმა მისი მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.
„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი, რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე“, – წერია ოფიციალურ დოკუმენტში.
შეგახსენებთ, „თავისუფლების მონიტორმა“ გასულ წელს მოიძია დოკუმენტები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელდა. „სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან“ ეთერში 2019 წლის 15 ნოემბერს გავიდა.