რუსი მესაზღვრეები საზღვრიპირა სოფელ გუგუტიანკარში უკანონო კონსტრუქციებს ავლებენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერს მავთულხლართებით ანაცვლებენ.
ადგილობრივი მოსახლეობა მიმდინარე სამუშაოების გამო შეშფოთებულია და ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს.
მათი განცხადებით, თუ ამ მიმართულებით ახალი კონსტრუქციები გაივლება, სახნავ-სათესი მიწები, სალოცავი და სასაფლაო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდება.
„გამოდის მოსახლეობა ვერც ტაძარში მივალთ, ვერც სასაფლაოზე და ჩვენს მიცვალებულებს პატივს ვერ მივაგებთ. ისედაც რთულია, ცხოვრობდე საზღვროსპირა სოფელში, იმიტომ, რომ სულ შიშში ვართ. არ ვიცით, ხვაალ და ზეგ რა იქნება“,- აცხადებს ადგილობრივი მოქალაქე.
უკანონო სამუშაოებს უსაფრთხოების სამსახურში ატასტურებენ და აცხადებენ, რომ ამ საკითხს ყაველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან გააპროტესტებენ.
ოპუპანტებმა სოფელ გუგუტიანკარში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი 6 თვის წინ დაამონტაჟეს.