ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თამამად შემიძლია ვთქვა, ქვეყანაში სუბკულტურა ნამდვილად არ მართავს პენიტენციურ სისტემას” – კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ, სადაც იუსტიციის მინისტრსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უსმენენ განაცხადა, რომ ერთობლივუ მუშაობით შესაძლებელიუნდა იყოს ყველა პატიმრის უფლებების დაცვა.

სოფო კილაძის თქმით, საქართველოს პარლამენტი მუდმივად მუშაობს იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც პენიტენციურ სისტემას გააჩნია.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ომბუდსმენის ანგარიშებს, წლიურ ანგარიშსაც და სხვა სპეციალურ ანგარიშებსაც ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით. ეს ჩვენი მოვალეობა არის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის. ჩვენ, სწორედ პრობლემების იდენტიფიცირებისთვის ვართ აქ. ასევე იმისთვის, რომ თუ რაიმე ხარვეზი არის სახელმწიფო სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ეს ხარვეზი ჩვენ თვითონ ვნახოთ, შევისწავლოთ და ვიმუშაოთ ყველამ ერთად ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და ქალბატონი თეაც, ყოველთვის მომხრე იყო, რომ უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, რათა პატიმრების უფლებები იყოს დაცული და ეს არის მუდმივი პროცესი. ეს პროცესი არ ჩერდება და საქართველოს პარლამენტიც, მათ შორის საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში მუდმივად ვმუშაობთ იმ ხარვეზების დასახვეწად, რაც გვაქვს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, საჭიროა, მთავარი აქცენტი გადავიტანოთ პრობლემებზე, რომლებიც რეალურად არის და ნაკლები დრო დავუთმოთ ისეთ საკითხებს, სადაც არ არის პრობლემა.

„მაგრამ თუ შევაჯამებთ საერთო სიტუაციას მგონია, რომ მთავარი აქცენტი უნდა გადავიტანოთ პრობლემებზე, რომლებიც რეალურად არის და ნაკლები დრო დავუთმოთ ისეთ საკითხებს, სადაც არ არის რეალურად პრობლემა. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ომბუდსმენის ინსტიტუტის მიმართ, მე მგონი დღეს სწორედ იმ საკითხს განვიხილავთ, სადაც სისტემური პრობლემა და ხარვეზი, რაც იყო 2012 წლიდან, აღმოიფხვრა. რაც მაქვს შეხება მსჯავრდებულებთან, ბრალდებულებთან, რა ინფორმაციაც შემოდის ჩვენთან კომიტეტში, ამის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ სისტემა რეალურად მუშაობს გამართულად. თუ არის ცალკეული შემთხვევები ადამიანის უფლებების დარღვევის, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა აღმოიფხვრას. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მივიღე როგორც ომბუდსმენის მხრიდან, ასევე ქალბატონი თეას მხრიდან, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სუბკულტურა ნამდვილად არ მართავს პენიტენციურ სისტემას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სუბკულტურის საკითხი არ შეიძ₾ება სისტემურ პრობლემად განვიხილოთ.

„ცალკეული შემთხვევები სუბკულტურის წარმომადგენლების, მათი მხრიდან რაღაც ზეგავლენის მოპოვების რა თქმა უნდა იქნება. საქართველო ყველამ ვიცით, რომ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც არსებობდნენ ეს ადამიანები და ბუნებრივია, 10 წელში და კიდევ 20 წელშიც ეს ვერ აღმოიფხვრება სრულად. მაგრამ სისტემური პრობლემა ეს ნამდვილად არ არის ისევე, როგორც სისტემური პრობლემა არ არის ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან და ამას თქვენც აღნიშნავთ მგონი თქვენს ანგარიშში“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია  პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს. სხდომას ასევე ესწრება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

იტვირთბა....